პირველი-ა კლასის ხელმძღვანელმა მზევი ცომაიამ ასევე პროექტ "გლობალური დათბობის" ფარგლებში დადგა სპექტაკლი "კრება სამხრეთის ტყეში". პატარებმა მათმიერ მომზადებული თოჯინებით სცენაზე გააცოცხლეს ტყის ბინადარნი.

იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს ლიტერატურულ-მუსიკალური სპექტაკლი "საგანძური"

2009 წლის 25 თებერვალს 144-ე სკოლაში მოეწყო საქართველოს გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა მოიპოვეს 1818 წლის ოკუპაციის ამსახველი ფოტომასალა, მოამზადეს პრეზენტაცია, აგრეთვე ისტორიის პედაგოგთა ხელმძღვანელობით ჩატარდა ღია გაკვეთილები საქართველოს ანექსიის თემაზე. სააქტო დარბაზში მოეწყო პლაკატების გამოფენა თემაზე: "აღარ გვინდა საქართველო წითელი!"
2009 წლის 28 მაისს 144-ე სკოლისა და ქ.თბილისის 21-ე ბიბლიოთეკის ერთობლივი ინიციატივით სკოლაში მოეწყო მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო. ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის პედკოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ბავშვებმა მოაწყეს ნახატების გამოფენა თემაზე "საქართველოო, გოლგოთაზე უფრო ციცაბოვ!", წარმოადგინეს პოეტის ლექსები და გაიხსენეს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზა.
2009 წლის 4 ივნისს ისტორიის პედაგოგ დალი ლომთათიძის ხელმძღვანელობით V-ა და V-ბ კლასებს შორის მოეწყო ვიქტორინა თემაზე "რა, სად, როდის?". ბავშვები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ სხვადასხვა დავალებების შესრულებაში : გაიმართა კაპიტნების კონკურსი,გუნდებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება, სიმღერა და ლექსი ისტორიულ თემაზე, პლაკატი, სლოგანი, მოეწყო შეჯიბრი კითხვა-პასუხში ...


